“მოსამართლეების დანიშვნა უნდა შეჩერდეს, ეს არის შეთანხმების ის ნაწილი, რომელზეც თავად „ქართულ ოცნებას“ აქვს ხელი მოწერილი” – ხატია დეკანოიძე

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, მოსამართლეების დანიშვნის პროცესი უნდა შეჩერდეს.

ხატია დეკანოიძე საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებას გამოეხმაურა.

„რა თქმა უნდა, უნდა შეჩერდეს, ეს არის შეთანხმების ის ნაწილი, რომელზეც თვითონ „ქართულ ოცნებას “აქვს ხელი მოწერილი. შესაბამისად, იცით, რომ ჩვენ დავაინიცირეთ კლანის შემსწავლელი საპარლამენტო კომისია, რომელზეც დიდი იმედი მაქვს, რომ შემოგვიერღდება არა მხოლოდ ოპოზიცია, არამედ უმრავლესობაც“, – აღნიშნა ხატია დეკანოიძემ.

აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით პარლამენტს ახლა აქვს ვალდებულება და პასუხისმგებლობა როგორც კონსტიტუციით, ისე 19 აპრილის შეთანხმებით, რომ მოსამართლეების დანიშვნის პროცესი შეაჩეროს.

მსგავსი თემები