“ჭორაობის ტენდენცია და უსაფუძვლო ბრალდებების ტალღის გამოშვება გააქტიურდა“ – ხოჯევანიშვილი მმართველ გუნდს

„ჩვენდამი ბრალდებების ტალღა მას შემდეგ გააქტიურდა, რაც ჩვენ პოლიტიკურად გავაქტიურდით, დღითიდღე იზრდება ჩვენი მომხრეების რაოდენობა, გავიშალეთ რეგიონებში“ – ეს განცხადება გიორგი გახარიას გუნდის წევრმა, პარლამენტის დეპუტატმა გიორგი ხოჯევანიშვილმა სხდომათა დარბაზში გააკეთა.

პარტია „საქართველოსთვის“ პოლიტსაბჭოს წევრმა – გიგი ხოჯევანიშვილმა პარლამენტში გამოსვლისას ყოფილი თანაგუნდელების მიერ გახარიას გუნდზე თავდასხმებსა და ბრალდებებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ რომ პარტიის მომხრეების რაოდენობის ზრდის პარალელურად ბრალდებები და თავდასხმები იზრდება.

,,სამწუხაროდ, ჭორაობის ტენდენცია და აბსოლუტურად უსაფუძვლო ბრალდებების ტალღის გამოშვება ჩვენდამი მას შემდეგ გააქტიურდა, რაც ჩვენ პოლიტიკურად გავაქტიურდით, მას შემდეგ, რაც თქვენთვის უფრო სანერვიულო გახდა ის ფაქტორი, რომ დღითიდღე იზრდება ჩვენი მომხრეების რაოდენობა, ჩვენ გავიშალეთ რეგიონებში, ვიწყებთ რეგიონული ოფისების გახსნას და ამის პირდაპირ პროპორციულად ახალ და ახალ უსაფუძვლო, მოგონილ ბრალდებებს ვისმენთ ჩვენი გუნდის მიმართ. რა თქმა უნდა, ქართულ საზოგადოებას აქვს პასუხი იმაზე, რომ ეს არის უბრალოდ ტალახის სროლის პროცესი და ამ ყველაფერზე ჩვენ ვუპასუხებთ საქმით“ – განაცხადა ხოჯევანიშვილმა.

მისივე შეფასებით, ამ ყველაფერზე პასუხი არის ის შეხვედრები, რომელსაც გიორგი გახარია მართავს ბრიუსელში, ვაშინგტონში.

„ ეს ცხადყოფს ახალი პოლიტიკური ძალის, „საქართველოსთვის“პარტიისადმი განსაკუთრებულ ინტერესს ჩვენს სტრატეგიული პარტნიორების მხრიდან. ამ მაღალი დონის შეხვედრებზე გიორგი გახარიას მხრიდან ხდება ზეპარტიული და ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხების დაყენება, ისეთი როგორიც არის, ოკუპაცია, საქართველოს ნატოში და ევროკავშირში სრული ინტეგრაცია და ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგარ გამოწვევებზე საუბარი, განსაკუთრებით – რეგიონში არსებული დაძაბული ვითარების პარალელურად.’’ – განაცხადა გიგი ხოჯევანიშვილმა

მსგავსი თემები