„თბილისში 1000 თანამედროვე სამარშუტო მიკროავტობუსი ივლის“ – ირაკლი ზარქუა

„ყვითელი სამარშუტო მიკროავტობუსები, რომელიც იყო მოძველებული ტრანსპორტი და  გარემოს აბინძურებდა, ვთქვით, რომ უნდა ჩანაცვლდეს. თბილისის ბიუჯეტით 36 მილიონად იყიდეს 300 ლურჯი მიკრო ავტობუსი. დამატებით მოხდება ჯერ 300 მიკროავტობუსის და შემდეგ 400 მიკროავტობუსის შესყიდვა. 1000 სამარშუტო მიკროავტობუსი ივლის თბილისში, თანამედროვე, ეკოლოგიურად ყველაზე მორგებული ჩვენს რეალობას,“ –  აღნიშნული განცხადება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ირაკლი ზარქუამ გააკეთა.

მისი თქმით, იმისათვის, რომ მოქალაქეებისთვის მგზავრობის საფასური არ გაზრდილიყო, მგზავრობის კომბინირებული სისტემა შეიმუშავეს. მეტროსა და ავტობუსში პირველი ბილეთის ყიდვიდან ერთი საათის განმავლობაში განმეორებითი მგზავრობა უფასოა.

მსგავსი თემები