„პატიმრობაში გყავდათ რუსეთის მოქალაქეები და არც გიფიქრიათ გაგეცვალათ ქართველ ტყვეებში“ – ხერხეულიძე ხელისუფლებას

„ზაზა გახელაძის ოჯახის აქცია მიმართულია დღევჩასმაანდელი ხელისუფლების მიმართ, რომელსაც ძალა არ აღმოაჩნდა, საკუთარი მოქალაქე სახლში დააბრუნოს“ – ეს განცხადება „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ეკა ხერხეულიძემ პარლამენტის სხდომაზე გააკეთა და ხელისუფლება ზაზა გახელაძის გათავისუფლების კუთხით უმოქმედობაში დაადანაშაულა.

„ზაზა გახელაძის ოჯახის აქცია, რომელსაც ისინი ხვალ აპირებენ და რომელსაც მე და ჩემი მეგობრები შევუერთდებით, არ გახლავთ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ მიმართული – მტერთან ისედაც ყველაფერი გარკვეულია. ეს აქცია მიმართულია დღევანდელი ხელისუფლების მიმართ, რომელსაც ძალა არ აღმოაჩნდა, ეროვნული ღირსების მქონე საკითხი დაძლიოს, პრობლემა მოაგვაროს და საკუთარი მოქალაქე დააბრუნოს სახლში“, – განაცხადა ეკა ხერხეულიძემ პლენარულ სხდომაზე.

მისი თქმით, ხელისუფლებამ დაკავებული რუსეთის მოქალაქეები უპირობოდ გაათავისუფლა.

„ჩვენ გვყავს ხელუსუფლება, რომელსაც პატიმრობაში ჰყავდა  რუსეთის სამი მოქალაქე და სამივე ერთ დღეს გაათავისუფლა უპირობოდ,  არც უფიქრია რომ ის გაეცვალათ ტყვე გახელაძეში ან ბესტაევში. ამის პარალელურად, თქვენი სახელისუფლებო სპიკერები ახალისებენ ქართველ კულტურის მუშაკებს იმისთვის, რომ რუსეთში მათ წარმატებული გასტროლები ჰქონდეთ“,- აღნიშნა დეპუტატმა.

მსგავსი თემები