“ჩადით და სცენიდან ხმამაღლა თქვით, რომ ქართული იერუსალიმი ოკუპირებულია” – ირაკლი ღლონტი რობერტ სტურუას

„ოკ, ჩადით და სცენიდან ხმამაღლა თქვით, რომ ქართული იერუსალიმი ოკუპირებულია რუსეთის მიერ, თქვით, რომ კრემლი მოძალადეა ! თქვით, რომ 300 000 დევნილი გვყავს რუსული სამხედრო აგრესიის შედეგად, რომ ვერასდროს ვერ დავივიწყებთ ანწუხელიძეს, ტატუნაშვილს და არავის არ ვაპატიებთ ქართველთა სისხლს!“ – ასე მიმართავს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ირაკლი ღლონტი რუსთაველის თეატრის დასს.

„აჩვენეთ თითოეულ რუსს ღირსეული ქართველის სახე, აჩვენეთ მსოფლიოს ღირსება !

თქვით ეს ყველაფერი სცენიდან ხმამაღლა და პირადად დაგხვდებით აეროპორტში ტაშით !“ – წერს ღლონტი სოციალურ ქსელში.

მსგავსი თემები