“არა ოკუპანტის ამნისტიას” – აქცია პარლამენტთან

საქართველოს საკანონმდებლო ორგანო წინ, 20 ივნისის ღამის დაზარალებულები, აქტივისტები და ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები არიან შეკრებილები და 20 ივნისის ღამეს იხსენებენ.

სლოგანით – “არა ოკუპანტის ამნისტიას” აქციის მონაწილეები ამნისტიის შესახებ კანონს აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ ის კრემლის ინტერესების გატარების გაგრძელებაა.

აქციის მონაწილეებმა, ორი წლის უკან, პარლამენტის შენობის წინ განვითარებული მოვლენები გაიხსენეს და მტავრობის პოლიტიკა დაგმეს.

მათი მოთხოვნაა, პარლამენტმა „ამნისტიის შესახებ კანონი“ არსებული სახით არ მიიღოს. „არა ოკუპანტის ამნისტიას, არა ამნისტიას“ – აცხადებენ აქციის მონაწილეები.

მსგავსი თემები