კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 283 თბილისში, 52 იმერეთში, 51 კი ქვემო ქართლში გამოვლინდა

საქართველოში დადასტურებული კორონავირუსის 521 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლინდა 283 შემთხვევა, აჭარაში – 36, იმერეთში – 52, ქვემო ქართლში – 51, შიდა ქართლში – 23, გურიაში – ორი, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 22, კახეთში – 31, მცხეთა-მთიანეთში – 8, სამცხე-ჯავახეთში – 9, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 4.

ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 8 947, საიდანაც 2 762 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 476, აჭარაში – 211, იმერეთში – 387. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 668 პირი, მათ შორის, თბილისში – 302, აჭარაში – 59, იმერეთში -137.

ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 183 პირი, მათგან თბილისში – 115, აჭარაში – 12, იმერეთში – 12. 589 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 344 – თბილისში, 217- აჭარაში. 5 596 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 44 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 40, ხოლო აჭარაში – 4. სულ 6 ოქტომბრიდან – 19 ივნისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 24 865 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 9 556 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 3403, პირი, აჭარაში – 1 131, იმერეთში – 1 059.

მსგავსი თემები