“თბილისის მერობის კანდიდატობას თითქმის აღარ განვიხილავ” – ნიკა მელია

გადაწყვეტილება მიღებულია – იქნება თუ არა ნიკა მელია თბილისის მერობის კანდიდატი.

“თბილისის მერობის კანდიდატობას თითქმის აღარ განვიხილავ, ისევე, როგორც არ განვიხილავდი ციხიდან გამოსვლის შემდეგ, უბრალოდ, ანგარიშს ვუწევ კოლეგა, პარტნიორი პარტიების წარმოამადგენლებს, ვინც დაინტერესებულია გამარჯვებით. ჩემთვის მთავარია შედგეს გამარჯვების კამპანია. მე ყველა შემთხვევაში ვიქნები ბრძოლის ავანგარდში”, – ამის შესახებ ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ ნიკა მელიამვაშინგტონში, ამერიკის ხმასთანინტერვიუში განაცხადა. 

“სიმართლე გითხრათ, თბილისის მერობის კანდიდატობა ჩემთვის შემაფერხებელი ფაქტორი იქნება, მქონდეს შესაძლებლობა, ჩავატარო კამპანია ეროვნულ დონეზე. თუკი ხარ თბილისის მერობის კანდიდატი, ზუგდიდში ნაკლებად მოახერხებ ჩასვლას, არადა, მიმაჩნია, რომ ზუგდიდშიც უნდა ვიყო და ქუთაისშიც”, – თქვა მელიამ. მანვე დაამატა, რომ მთავარია, დიდ ქალაქებში ოპოზიციას ჰყავდეს საერთო კანდიდატები და სწორედ ამის ძიება მიმდინარეობს ახლა”, თქვა მან.

მსგავსი თემები