არასრულწლოვანი ჩეხეთის მოქალაქის საქმე – პრჟემისლ ანტონი „მედიაცენტრ მთავარში“

„2020 წლის 2 ივნისს, ორი საპატრულო ეკიპაჟი სოციალურ მუშაკთან ერთად მოვიდა და ვანესას ჩაუტარდა გამოკითხვა, სადაც სოციალური სამსახურის თანამშრომლებმა დაუსვეს კითხვები, რომლებიც მანიპულირებას უფრო ჰგავდა,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“ ჩეხეთის რესპუბლიკის მოქალაქემ, პრჟემისლ ანტონიმ განაცხადა.

ჩეხეთის მოქალაქე ამბობს, რომ ბავშვს მასთან დაშორების შემდეგ განუვითარდა დეპრესია. პრჟემისლ ანტონიმ შვილს შარშან დაშორდა, მისივე თქმით მას აქვს ბავშვთან შეხვედრის უფლება კვირაში სამჯერ, თუმცა, როგორც ის აღნიშნავს ეს უფლება ეზღუდება:

„ბრალდებების გარდა იყო გაჟღერებული, ის, რომ მე თითქოს დედას ვუკრძალავდი ბავშვის ნახვას, ეს არის ტყუილი, ჩვენ ვიყავით ბათუმში და მას შეეძლო ბავშვის ნახვა, ამ ბრალდებებთან დაკავშირებით მე მივმართე იმ ტელევიზიას, სადაც მომზადდა გადაცემა, რომ ეს ჩანაწერი არ გასულიყო, მეუღლე ამბობს, რომ მე ვიძებნები ინეტრპოლით, თუმცა ეს არის ცრუ ბრალდებები და არსებობს ყალბი დოკუმენტები.

დედის პოზიცია ემყარება ჩემს მიმართ ცრუ ბრალდებებს, მეუღლე ამბობს, რომ ჩემს ტელეფონში აღმოაჩინა ბავშვის სექსუალურ – პორნოგრაფიული ნაწარმ და დაუკავშირდა სოციალურ მუშაკს, თუმცა ესეც იყო ტყუილი.

ამ ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება, თუმცა პროკურატურამ უკვე დაადგინა, რომ ეს ფოტოები არ შეიძლება ჩაითვალოს პორნოგრაფიად.“ – განაცხადა ანტონიმ „მედიცანეტრ მთავრში.“

ის, ამბობს,რომ სოციალურ სამსახურს დავალება ჰქონდა ბავშვი წაეყვანათ ოჯახიდან და გაეჟღერებინა ამისთვის ცრუ ბრალდებები:

„მე მბრალდებოდა პედოფილია, გერონტოფილია, ეს ყველაფერი არის სიცრუე, ბავშვი იზრდებოდა ძალიან კარგ გარემოში და ვითარდებოდა ნორმალურად,“ – განაცხადა ანტონიმ.

მისი უფლებების დამცველი მარიამ საბიაშვილი ამბობს, რომ ცრუ ბრალდებები ანტონის მიმართ არ დადასტურებულა:

„რეალურად არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინება, რის მიხედვითაც მამას მიენიჭა კვირაში რამდენიმე დღე ნახოს შვილი, თუმცა ხდება ამის იგნორირება, მამამ ჩაატარა ალტერნატიული ესპერტიზები. დასკვნების წარდგენის მიუხედავად, სააგენტო უგულვებელყოფს დასკვნებს, ისინი ვალდებულები არიან მინიმუმ დაეწყოთ ახალი კვლევა ამ მასალების. რეალურად მოხდა ის, რომ სააგენტომ დედას გადასცა ბავშვი და მას საერთოდ ჩამოერთვა მის ნახვის უფლება, ისინი სუბიექტურად იცავენ ერთ მხარეს,“ – განაცხადა საბიაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში.“

ანტონიმ და მისი უფლებების დამცველებმა სააგენტოს საჩივრით მიმართეს, ისინი იმ სააპელაციო განჩინების აღსრულებას ითხოვენ, რომლის მიხდვითაც ამას შვილთან  შეხვედრის უფლება აქვს.

მასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია ბმულის და წყაროს მითითება.

მსგავსი თემები