“სიტყვები საკმარისი არ არის, უკრაინა და საქართველო ნატო-ში უნდა შევიყვანოთ” – სენატორი რობ პორტმანი

სიტყვები საკმარისი არ არის, უკრაინა და საქართველო ნატო-ში უნდა შევიყვანოთ, – ამის შესახებ ამერიკელი სენატორი რობ პორტმანი „ტვიტერში“ წერს, სადაც ის აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტებს, ჯო ბაიდენსა და ვლადიმერ პუტინს შორის გუშინ გამართულ შეხვედრას ეხმიანება.

„მიუხედავად იმისა, რომ მოხარული ვარ, რომ პრეზიდენტმა ბაიდენმა პრეზიდენტ პუტინთან უკრაინის საკითხი განიხილა, სიტყვები უბრალოდ საკმარისი არ არის. ჩვენ უკრაინა და საქართველო ნატო-ში უნდა შევიყვანოთ და ბაიდენის ადმინისტრაციამ ძლიერი რიტორიკა მკაცრ მოქმედებებს უნდა შეუსაბამოს“, – წერს სენატორი.

მსგავსი თემები