“წესიერი გულშემატკივარი ფეხბურთელს კი არ აგინებდა – „ვინც შენ ძირითადში ჩაგსვა, იმის ასე და ისეო” – ვინ ჩასვა გახარია-ღარიბაშვილი ძირითადში? – წარუმატებლობაში დამნაშავეა „ოცნება” მთავარ მწვრთნელთან ერთად” – რომან გოცირიძე

წესიერი გულშემატკივარი ფეხბურთელს პირდაპირ კი არ აგინებდა – „ვინც შენ ძირითადში ჩაგსვა, იმის ასე და ისეო”, ჰოდა, ვინ ჩასვა გახარია და ღარიბაშვილი ძირითადში? – წარუმატებლობა ვერავის გადაბრალდება, ამაში დამნაშავეა „ქართული ოცნება” მის მთავარ მწვრთნელთან ერთად,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან „ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა რომან გოცირიძემ განაცხადა.

მისი თქმით, მთავარი კითხვები მათ ეკონომიკური კუთხით, ქვეყანაში არსებულ „კატასტროფულ ვითარებასთან” დაკავშირებით ექნებათ.

„ჩვენზე უარესი მდგომარეობა აქვს ნახევრად აღიარებულ კოსოვოს, ომგადატანილ სომხეთს და ერთ- ორ სახელმწიფოს. ეს მაშინ, როცა გატარებული ზომები არც პანდემიას წაადგა. თავის დაძვრენის ერთ-ერთი ხერხი იქნება, რომ მთავრობა იტყვის – მაშინ, პრემიერი გახარია იყოო და ვინ დანიშნა? საბჭოთა დროს, „დინამოს“ სტადიონზე წესიერი გულშემატკივარი ცუდად მოთამაშე ფეხბურთელს იცით როგორ აგინებდა? – პირდაპირ კი არ აგინებდა, „ვინც შენ ძირითადში ჩაგსვა, იმის ასე და ისეო“. ჰოდა, ვინ ჩასვა გახარია და ღარიბაშვილი ძირითადში? ეს არის ივანიშვილის გუნდი. 2020 წლის წარუმატებლობა ვერავის გადაბრალდება, ამაში დამნაშავეა “ქართული ოცნება” მის მთავარ მწვრთნელთან ერთად“, – განაცხადა გოცირიძემ.

მსგავსი თემები