საქართველოში მასობრივი ვაქცინაცია დაიწყება

ჯანდაცვის მინისტრის განცდებით, საქართველოში მალე შემოვა  ვაქცინების  ფართო ასორტიმენტი, რის შემდეგაც ქვეყანაში მასობრივი ვაქცინაცია დაწყება.

„მნიშვნელოვანია, ვაქცინაციის პროცესში აქტიური ჩართულობა. ასევე, აღსანიშნავია, რომ რეგიონებში, სადაც დიდი აქტივობა შეინიშნებოდა, ბრიგადების დამატება მოხდა და ეს კვლავ გაგრძელდება.  ვმუშაობთ დამატებითი დოზების ლოჯისტიკაზე.  უახლოეს მომავალში, ჩვენ გვექნება ძალიან ფართო ასორტიმენტი, რის საფუძველზეც იგეგმება მასობრივი ვაქცინაციის დაწყება. საუბარია როგორც „მოდერნაზე“, ასევე „ჯონსონი და ჯონსონზე“ და „ნოვოვაქსზე“. ასე რომ, ჩვენ მოქალაქეებს ექნებათ საკმაოდ მრავალფეროვანი არჩევანი, რომ მიიღონ გადაწყვეტილება და იზრუნონ როგორც საკუთარ ჯანმრთელობაზე, ასევე საზოგადოებრივი ჯანდაცვის მთავარ მონაპოვარზე, ვაქცინაციის მეთოდით პანდემიის დაძლევაზე“, – განაცხადა მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ.

მსგავსი თემები