ამირან გამყრელიძის განცხადებით, კოვიდგადატანილი პირები ვაქცინის გაკეთებას 4 თვეზე ნაკლებ დროში შეძლებენ

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კოვიდგადატანილი პირები ვაქცინის გაკეთებას 4 თვეზე ნაკლებ დროში შეძლებენ.

როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, კოვიდგადატანილი პირებისთვის ვაქცინის გაკეთების პერიოდის შემცირება ივლისში იგეგმება, როდესაც ქვეყანაში საკმარისი ვაქცინების რაოდენობა იქნება . თუმცა, ამირან გამყრელიძე არ აკონკრეტებს რამდენი თვის, ან კვირის შემდეგ შეძლებენ აღნიშნული პირები ვაქცინის გაკეთებას.

“ბევრ ქვეყანას აქვს 1-3 თვე, ზოგს კი 2 კვირა. ჩვენ საუკეთესო პრაქტიკის და გამოცდილების საფუძველზე ამას გადავხედავთ და ალბათ, ივლისში შემცირდება”,- აღნიშნავს გამყრელიძე.

მსგავსი თემები