“ჩვენ პატივს ვცემთ საერთაშორისო კანონმდებლობას, სამართალს და თანასწორობას, ისევე როგორც სხვების უფლებებს და ინტერესებს” – ერდოღანი

ტექნოლოგიური განვითარება, დემოგრაფიული ზეწოლა, კლიმატის ცვლილება, ტერორიზმის, დაურეგულირებელი მიგრაცია და კორონავირუსი – ყველაფერი ეს წარმოადგენს ახალ გამოწვევებს, რომლის წინაშეც მსოფლიო დგას. ეს სიტუაცია აისახება უსაფრთხოების და სტაბილურობის აღქმაზე, რაც საერთო მიდგომის საჭიროებას აჩენს, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ ტაიფ ერდოღანმა ბრიუსელის ფორუმზე გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, თურქეთი ასრულებს საკუთარ როლს, როგორც სანდო პარტნიორი და ამას აკეთებს, როგორც რეგიონში, ისე მის ფარგლებს გარეთ.

„ჩვენ ვახორციელებთ კონსტრუქციულ და აქტიურ პოლიტიკას, რომელიც მოიცავს ინიციატივის ხელში აღებას პრობლემების გადასაჭრელად. ჩვენ ვლიდერობთ და წვლილი შეგვაქვს ყველა ინიციატივაში, რომელიც სტაბილურობის შექმნას ისახავს მიზნად, ერაყიდან ავღანეთამდე, კავკასიიდან ბალკანეთამდე, შავი ზღვიდან ხმელთაშუა ზღვამდე და აფრიკაში. ჩვენ პატივს ვცემთ საერთაშორისო კანონმდებლობას, სამართალს და თანასწორობას, ისევე როგორც სხვების უფლებებს და ინტერესებს“, – განაცხადა ერდოღანმა.

მსგავსი თემები