ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეები ხელისუფლებისგან პირობების შესრულებას ელოდებიან

პროტესტის 231-ე დღე გუმათში -” ნამახვანჰესის” მოწინააღმდეგეები ხელისუფლებისგან პირობების შესრულებას ელოდებიან. ევროკავშირის წარმომადგენელთა ჩართულობით გამართულ შეხვედრაზე, “რიონის მცველებმა” რამდენიმე მოთხოვნა დააყენეს – მათ შორის, მოიხსნას რკინის ბარიკადები, გაათავისუფლონ აქტივისტები და საპოლიციო ძალები ხეობიდან გავიდნენ.

“ჩვენი პირობებია აღებული იყოს ეს ბლოკპოსტი, გაყვანილი იქნას ის საპოლიციო ძალები, რომლებიც ხეობაში ჰყავთ განთავსებული, მოგვეცეს თავისუფლად გადაადგილების საშუალება და ნამოხვანში ჩვენი პროტესტის წინანდელ ადგილზე დაბრუნების საშუალება და ყველაზე მკაფიოდ დავაყენეთ უსამართლოდ დაკავებული ბიჭების საკითხი,” – განაცხადა მოძრაობის “რიონის ხეობის გადარჩენისთვის” წევრმა მაკა სულაძემ.

მოთხოვნების შესასრულებლად ხელისუფლებას დრო 18 ივნისამდე მისცეს, ამ ვადის ამოწურვის შემდეგ გადაწყდება, გაგრძელდება, თუ არა მხარეებს შორის მოლაპარაკება. გუმათში ვითარება ახლა მშვიდია, სამართალდამცველთა რაოდენობაც შემცირებულია.

მსგავსი თემები