კლინიკაში შევარდნილი სატვირთო ავტომანქანის შედეგად კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა

კრწანისის ქუჩაზე მომხდარი შემზარავი ფაქტის შედეგად, დღეს კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა. 50 წლამდე მამაკაცის გადარჩენა ექიმებმა მერ შეძლეს.

შეგახსენებთ, რომ „ნიუ ჰოსპიტალის“ ეზოში  სატვირთო ავტომანქანა შევარდა რომელმაც რამდენიმე მსუბუქი ავტომანქანა გაჭყლიტა. დაშავდნენ და დაიღუპნენ კლინიკის ეზოში მყოფი ადამიანები.

ამ ეტაპისთვის, კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში ერთი დაშავებული რჩება. მისი მდგომარეობა მძიმეა.

ავარიის შედეგად, სულ სამი ადამიანი გარდაიცვალა.

მსგავსი თემები