კორონავირუსით 311 ადამიანი დაინფიცირდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 10 442 ტესტი,  გამოვლინდა ინფიცირების 311  ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 936  პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის  2.98 %

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  354 276-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 13 ივნისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.98 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 2.61%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 2.30%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 936 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 340 328-მდე.

მსგავსი თემები