„არა მხოლოდ ნინოწმინდის, არამედ ყველა პანსიონატი უნდა დაიხუროს“ – „ვორლდ ვიჟენი“

საერთაშორისო ორგანიზაცია „ვორლდ ვიჟენი“ საქარველოში ბავშვთა ყველა პანსიონატის დახურვას ითხოვს და აღნიშნული პოზიცია ორგანიზაციამ საპატრიარქოში გამართულ შეხვედრაზეც დააფიქსირა.

როგორც ორგანიზაციის დირექტორი ეკა გურგენიძე აცხადებს, ყველა დიდი ზომის არარეგულირებული პანსიონი უნდა დაიხუროს და ამაზე შეთანხმება არსებობს.

“რაც შეეხება ნინოწმინდის პანსიონატს, რა თქმა უნდა, არამხოლოდ ნინოწმინდის პანსიონატი, არამედ ყველა დიდი ზომის არარეგულირებული პანსიონი უნდა დაიხუროს და ამაზეც გვაქვს შეთანხმება. საპატრიარქო აბსოლუტურად იზიარებს ამ მოსაზრებას. ყველა დიდი ზომის პანსიონზეა საუბარი”, – განაცხადა გურგენაძემ.

შეგახსენებთ, რომ დღეს, საქართველოს საპატრიარქოში, ნინოწმინდის ბავშვთა სახლთან დაკავშირებით გაფართოებული შეხვედრა გაიმართა, რომელშიც ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელიც მონაწილეობდა.

მსგავსი თემები