დანიის ნაკრების ფეხბურთელი კრისტიან ერიკსენი გონს მოვიდა

დანიის ნაკრების ფეხბურთელი კრისტიან ერიკსენი გონს მოვიდა, მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება.

შეგახსენებთ, რომ კოპენჰაგენში გამართულ დანიისა და ფინეთის ნაკრებების მატჩი 42-ე წუთზე შეწყდა. მარცხენა ფლანგზე ბურთის მიღების შემდეგ დანიის ნაკრების ფეხბურთელი კრისტიან ერიკსენი შეუძლოდ გახდა და მოედანზე დაეცა.

მასთან წამიერად გაჩნდა სამედიცინო პერსონალი. რამდენიმე წუთში ის კოპენჰაგენის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

კოპენჰაგენის ტრიბუნაზე შეკრებილი გულშემატკივარი მოუთმენლად ელოდა ინფორმაციას ერიკსენის ჯანმრთელობის შესახებ. მატჩის დიქტორმა გამოაცხადა, რომ ფეხბურთელი გონს მოვიდა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დასტაბილურდა.

მსგავსი თემები