დანიის ნაკრების ლიდერს მოედანზე გული გაუჩერდა

ევროპის ჩემპიონატზე, B ჯგუფის პირველი ტურში დანიისა და ფინეთის ნაკრებების შეხვედრის მიწურულს დანიის ნაკრების კაპიტანი მოულოდნელად შეუძლოდ გახდა და გაზონზე უგონოდ დაეცა.

ფეხბურთელს მაშინვე სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს და რამდენიმე წუთის განმავლობაში ხელოვნურ სუნთქვას უკეთებდნენ, საბოლოოდ ექიმებმა ერიკსენი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, თუმცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უცნობია.

მას სავარაუდოდ გულის შეტევა დაემართა. შეხვედრა ამ დროისთვის შეჩერებულია.

მსგავსი თემები