საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 22 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 22 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 5 034-ს შეადგენს.

ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 794 პირს დაუდასტურდა, 498 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

მსგავსი თემები