ფინანსთა მინისტრის განცხადებით, ვაქცინის შესაძენად იმდენი თანხაა მობილიზებული, რამდენიც საჭიროა

ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის განმარტებით, ვაქცინების შესყიდვასთან დაკავშირებით, ბიუჯეტში თანხის პრობლემა არ არსებობს და იმდენი თანხა დაიხარჯება, რამდენიც საჭირო იქნება.

„ვაქცინა და ვაქცინაცია ეკონომიკისთვისაც უპირველესი ამოცანაა.  თანხები მობილიზებული გვაქვს, მათ შორის, დონორი ორგანიზაციებიდან იმ ოდენობის, რა რაოდენობის ვაქცინასაც ფიზიკურად შევძლებთ, რომ შევიძინოთ. ცალსახად შემიძლია გითხრათ, რომ ვაქცინაციასთან დაკავშირებით, ვაქცინაციის არც ერთ ეტაპზე ფინანსური რესურსი არ ყოფილა პრობლემატური. ნებისმიერ ეტაპზე, ჩვენ ეს თანხა მობილიზებული გვქონდა და დღესაც მობილიზებული გვაქვს იმისთვის, რომ ქვეყანამ ნებისმიერი რაოდენობის ვაქცინა შეიძინოს“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა პარლამენტში.

მსგავსი თემები