„თარსი ხართ, ითარსებით“ – რომან გოცირიძე ფინანსთა მინისტრს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა რომან გოცირიძემ ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილს თარსი ეძახა. დეპუტატმა პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში მყოფ ლაშა ხუციშვილს ურჩია ხმა არ ამოიღოს.  

„სულ გეუბნებით, ხმა არ ამოიღოთ, თარსი ხართ, ითარსებით, იტყვით ლარი მყარდებაო, მეორე დღეს იწყებს დასუსტებას“ – მიმართა გოცირიძემ ხუციშვილს.

მისი თქმით, მმართველმა გუნდმა არც ისიც რას ამბობს.  

„ვალის აღება არ არის სატრაბახო, ვალის გასტუმრებაა საქმე. თქვენ იამაყეთ ლარი გამყარდა აპრილში ეკონომიკის 45%-იანი ზრდის გამოო. მსოფლიოში მაჩვენეთ ერთი ქვეყანა 200 ქვეყნიდან, სადაც აპრილში გაიზარდა 45%-ით, სისულელეა ეს! იტყუება სტატისტიკის სამსახური, არასწორად დათვალეთ ინფლაცია. იტყვით მყარდებაო, მეორე დღეს იწყებს დასუსტებას, იმიტომ კი არა, რომ ცუდი ენა გაქვთ, იმიტომ რომ არ იცით რას ამბობთ“ – განაცხადა გოცირიძემ.

მან მმართველი გუნდი მევახშეობაშიც დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ თანხას აპროცენტებენ და ამით დიდ სარგებელსაც იღებენ.

„900 მილიონს რომ გაყიდი და 3 მილიარდს რომ ამოიღებ და ლარი ხელით რომ გიჭირავს ეროვნულ ბანკს… მევახშეობას ეწევიან, კომერციული ბანკების დეპოზიტებზე უდევთ, აპროცენტებენ. მოკლედ, თქვენმა იაფი ფულის პოლიტიკის შეწყვეტამ გაამყარა ლარი, მაგრამ ლარი ისევ გაუფასურდება, თუ იგივე გააგრძელეთ… ცუდი მთავრობა ხართ,“ – განაცხადა გოცირიძემ პარლამენტის სხდომაზე.

მსგავსი თემები