ემუქრება თუ არა „ლეობორისტულ პარტიას“ პოლიტიკური საბოტაჟი?! – ისინი შესაძლოა საბიუჯეტო დაფინანსების გარეშე დარჩნენ

თუკი „ლეიბორისტული პარტია“ საპარლამენტო მანდატს არ გამოიყენებს, იგი შესაძლოა საბიუჯეტო დაფინანსების გარეშე დარჩეს.

დღეს, საკანონმდებლო ორგანომ 80-ხმით, 27-ის წინააღმდეგ, მეორე მოსმენით პარტიების დაფინანსებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ინიციატივა მიიღო.

ინიცირებული ცვლილებების მიხედვით, პარტია კარგავს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსების მიღების უფლებას, თუ ამ პარტიის წარდგენით არჩეულ პარლამენტის წევრთა ფაქტობრივი რაოდენობა მის მიერ მიღებული მანდატების ნახევრამდე მაინც შემცირდება.

ამასთანავე, პარტია შესაბამისი მომდევნო 6 თვის საბიუჯეტო დაფინანსებას ვერ მიიღებს, თუ მისი წარდგენით არჩეულ პარლამენტის წევრთა ნახევარზე მეტი პარლამენტის წინა სესიის განმავლობაში არასაპატიო მიზეზით არ დაესწრება პლენარული სხდომების ნახევარზე მეტს.

მიღების შემთხვევაში კანონი 2022 წლის პირველი თებერვლიდან უნდა ამოქმედდეს.

მსგავსი თემები