ლაგოდეხში სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელი სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს ფეხში დაიჭრა

ლაგოდეხის სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელი, ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობით საავადმყოფოშია მოთავსებული.

“არსებული ინფორმაციით, სამართალდამცველს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დრო იარაღი შემთხვევით, არასწორი მოძრაობის დროს გაუვარდა, რის შედეგადაც ფეხის არეში მსუბუქი დაზიანება მიიღო.

55 წლამდე კაცი ლაგოდეხში, კლინიკა “კელაპტარშია” გადაყვანილი. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

მსგავსი თემები