“იმედია, ნატოს სამიტზე განიხილავენ ქმედით ნაბიჯებს, რომ შეჩერდეს რუსეთის აგრესია” – ვლადიმერ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი იმედოვნებს, რომ ნატოს სამიტზე რუსეთის მხრიდან აგრესიის შეკავების ნაბიჯები განიხილება.

ამის შესახებ მან ნატოს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან გამართული სატელეფონო საუბრის შემდეგ „ტვიტერზე“ დაწერა.

„ინფორმაცია მივაწოდე იენს სტოლტენბერგს რუსეთიდან მომდინარე მნიშვნელოვან საფრთხეებზე. იმედია, რომ ნატოს სამიტზე განიხილავენ ქმედით ნაბიჯებს, რომ შეჩერდეს რუსეთის აგრესია. ხაზი გაესვა უკრაინისთვის ნატოს ღია კარის პოლიტიკის დადასტურების მნიშვნელობას და 2008 წელს უკრაინისთვის MAP-ის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების ქმედითობას“, – აცხადებს ზელენსკი.

სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა ნატოს გენერალურმა მდივანმაც.

მსგავსი თემები