“საპატრიარქოს არ დავუპირისპირდებით არც არჩევნებამდე და არც შემდეგ, ეს წმინდა სამართლებრივი საკითხია” – ირაკლი კობახიძე ბავშვთა პანსიონის შესახებ

ნინოწმინდის პანსიონი კიდევ ერთმა აღსაზრდელმა დატოვა, დაწესებულებაში ისევ სოციალური სამსახურის თანამშრომლები მუშაობენ.

ნინოწმინდაში განვითარებულ მოვლენებს “ქართული ოცნების” თავმჯდომარე გამოეხმაურა.

“საპატრიარქოს ჩვენ არ დავუპირისპირდებით არც არჩევნებამდე და არც შემდეგ. რაც შეეხება კონკრეტული სისხლის სამარლის დანაშაულის გამოძიებას, თუკი ასეთი არსებობს, ბუნებრივია ეს არის წმინდა სამართლებლივი საკითხი და სამართლებლივი შედეგები დადგება გამოძიების შემდეგ,”- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ. 

მსგავსი თემები