ჯო ბაიდენი მომდევნო კვირაში რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრამდე, თურქეთის პრეზიდენტს შეხვდება

რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრამდე, ჯო ბაიდენი უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მხარდაჭერას კიდევ ერთხელ უცხადებს.

თეთრი სახლის წარმომადგენლის თქმით, ზელენსკისა და ბაიდენს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ორი ქვეყნის ლიდერებმა ორმხრივ ურთიერთობებზე ისაუბრეს, ამასთანავე შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ზელენსკი ივლისში თეთრ სახლში მიიწვია.

ჯო ბაიდენი მომდევნო კვირას რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრამდე, ბრიუსელში ნატოს სამიტის ფარგლებში თურქეთის ლიდერსაც შეხვდება.

ბაიდენი ერდოღანთან რეგიონულ საკითხებსა და ამერიკა-თურქეთის ურთიერთობას განიხილავს.

მსგავსი თემები