კომპანია “ენკას” ოფისთან, სადაც “ნამოხვანჰესის” მოწინააღმდეგეები აქციას მართავენ

კომპანია “ენკას” ოფისთან, სადაც “ნამოხვანჰესის” მოწინააღმდეგეები აქციას მართავენ, ხმაურია. აქციის მონაწილეები ადგილზე პროტესტს საყვირებით გამოხატავენ. ისინი „ნამოხვანჰესის“ მშენებლობის შეჩერებას მოითხოვენ. მათ კომპანის შესასვლელი სიმბოლურად წებოვანი ლენტით დალუქეს.

მათივე თქმით, დღეს გამაფრთხილებელი აქცია იმართება და თუ მათი მოთხოვნები არ შესრულდება, მოხდება სხვადასხვა ობიექტის რეალური პიკეტირება.

აქციის გამო მოძრაობა შეფერხებულია. ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებიან.

მსგავსი თემები