სასამართლოს გადაწყვეტილებით, ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონიდან ყველა ბავშვი უნდა გაიყვანონ

თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით,  ჯანდაცვის სამინისტროსა და სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების სახელმწიფო მზრუნველობის სხვა დაწესებულებაში გადაყვანა დაევალათ.

აღნიშნული გადაწყვეტილებით, სასამართლომ ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა.

ჯანდაცვის სამინისტროსა და სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ევალებათ,  დაუყოვნებლივ, ყოველგვარი ხელშეშლის გარეშე უზრუნველყონ ნინოწმინდის პანსიონში მცხოვრები შშმ ბავშვების სახელმწიფო მზრუნველობის სხვა დაწესებულებაში (მინდობით აღზრდა, მცირე საოჯახო ან რეინტეგრაცია) გადაყვანა.

შეგახსენებთ, რომ ორგანიზაციამ – “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ სასამართლოს სარჩელით მიმართა და  ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონიდან ბავშვების გაყვანა მოითხოვა. სასამართლომ სარჩელი დააკმაყოფილა. აღნიშნული ბავშვთა პანსიონი, რომელიც საპატრიარქოს დაქვემდებარებაშია, რამდენიმე დღეა ხმაურის თემაა. მიზეზი კი გამოჟონილი ინფორმაცია გახდა, რომლის მიხედვითაც ბავშვებო ფიზიკური, ფსიქოლოგიური და სექსუალური ძალადობის მსხვერპლნი იყვნენ.

მსგავსი თემები