კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 431, იმერეთში – 78, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 76

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 431, იმერეთში – 78, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 76, – ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

„Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 28 191 კვლევა ტესტით, მათ შორის 16 183 კვლევა ანტიგენის ტესტით და 12 008 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 833 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 346 983-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 2 ივნისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.95 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 3.16%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 2.91%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 205 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 330 721-მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 19 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 4 853 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 833 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 431 შემთხვევა, აჭარა – 63, იმერეთი – 78, ქვემო ქართლი – 46, შიდა ქართლი – 32, გურია – 15, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 76, კახეთი – 53, მცხეთა-მთიანეთი – 13, სამცხე-ჯავახეთი – 15, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 11.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 11 383, საიდანაც: 3 490 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 914, აჭარაში – 361, იმერეთში – 435. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 741 პირი, მათ შორის, თბილისში – 371, აჭარაში – 80, იმერეთში -148. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 213 პირი, მათგან თბილისში – 142, აჭარაში – 15, იმერეთში – 14. 639 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 382 – თბილისში, 233- აჭარაში. 7 254 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 27 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 27, ხოლო აჭარაში – 0.

სულ 6 ოქტომბრიდან – 2 ივნისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 24 811 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 18 007 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 9 786 პირი, აჭარაში – 2 320, იმერეთში – 1 490“, – აღნიშნულია მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციაში.

მსგავსი თემები