„ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებულს პატიმრობა შეუფარდეს

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ირაკლი მუკბანიანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. მუკბანიანი სამართალდამცველებმა გუშინ, „ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო აქციაზე დააკავეს. შსს-ს განმარტებით, ის თავს დაესხა პოლიციელს.

დაკავებულის ადვოკატი 10 000 ლარიან გირაოს ითხოვდა, თუმცა, სასამართლომ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. სასამართლოს გადაწყვეტილებას ხმაური მოჰყვა. დაკავებულთა ახლობლებმა გზა გადაკეტეს და იმ მანანას სადაც მუკბანიანი ჰყავდათ, გადაადგილების საშუალება არ მისცეს.   

გამოძიება სსკ-ის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

მსგავსი თემები