ხვალ გიგი უგულავას სასამართლო პროცესი გაიმართება

ხვალ, საქალაქო სასამართლოში გიგი უგულავას პროცესი გაიმართება. „ის იყო უნდა მერწმუნა „ქართული ოცნების“ ფერისცვალების, ქართულმა თემიდამ ლახვარი ჩამსცა.

ხვალ, 3 ივნისს, საქალაქო სასამართლოში 11:00 ჩაინიშნა ჩემი პროცესი, სადაც მე ძიუდოისტ ბადრი (საბა) გავაშელიშვილის აეროპორტში ცემა მედება ბრალად“, – წერს გიგი უგულავა ფეისბუქში.

ცნობისთვის, შემთხვევა თბილისის აეროპორტში 2019 წლის 11 დეკემბერს მოხდა. გიგი უგულავას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც ძალადობას გულისხმობს. მას ძიუდოისტ ბადრი გავაშელიშვილის ცემას ედავებიან. გიგი უგულავასთან ერთად ბრალდებულია გავაშელიშვილის მეგობარი დავით პარკაძე, რომელსაც პოლიტიკოს გოკა გაბაშვილის ცემას ედავებიან.

მსგავსი თემები