„ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა რჩება მაინც მძიმე“ – ივანე ჩხაიძე „მედიაცენტრ მთავარში“

“ჩვენი ქვეყნისთვის ეს ციფრები არის მძიმე, რეგულაციების შემსუბუქება გულისხმობს შემთხვევების მატებას,“ – ამის შესახებ „მედიაცნეტრ მთავარში“ იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა, თსსუ-ის პროფესორმა, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ განაცხადა.

ჩხაიძე რეგულაციების დაცვაზე და ვაქცინაციაზე ამახვილებს ყურადღებას და ამბობს, რომ ის ციფრები, რომლებიც დღეს გვაქვს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ იმართება:

„შეზღუდვები არ არის ფიქსირებული, ეს უნდა იყოს მორგებული კონკრეტულ ეპიდემიოლოგიურ სიტუაციაზე, მთავარია შემდეგი დღეების განმავლობაში იქნება თუ არა ეს მაჩვენებლები აღმავალი, ამ შემთხვევაში შეზღუდვების მოხსნა გადასახედი გახდება,“ – განაცხადა ივანე ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავარში.“

პროფესორი ამბობს, რომ თუ ციფრი მატებას დაიწყებს საჭირო იქნება შეზღუდვებთან დაკავშირებით გადაწყვეტილების შეცვლა.

მასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია ბმულის და წყაროს მითითება.

მსგავსი თემები