“გახარიას მოუწევს უპასუხოს კითხვას, თუ რატომ ითამაშა მან სააკაშვილის თამაში” – ირაკლი კობახიძე

“ქართული ოცნების” თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ყოფილ პრემიერს, გიორგი გახარიას მოუწევს გასცეს პასუხი კითხვაზე, თუ რატომ ითამაშა მან 17-18 თებერვალს მიხეილ სააკაშვილის თამაში.

მისივე თქმით, არსებობს კითხვები იმასთან დაკავშირებითაც, რატომ ცდილობდა გახარია დაჟინებით ენმ-ის თავმჯდომარისთვის, ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნას და შემდეგ რატომ ეწინააღმდეგებოდა მის დაპატიმრებას. 

“იმის გათვალისწინებით, თუ რომელი ტელევიზიები აპიარებენ გიორგი გახარიას, ყველაფერი ნათლად იკითხება, თუ ვისთანაა ის დაკავშირებული. ეს კიდევ ერთხელ ამძაფრებს ეჭვებს, რაც არის დაკავშირებული 17-18 თებერვალთან, რატომ ითამაშა მან სააკაშვილის თამაში, მას მოუწევს ამ ძალიან მნიშვნელოვან და მძაფრ კითხვაზე პასუხის გაცემა.

17-18 თებერვლის მოვლენები, სააკაშვილის თამაშში შესვლა და შემდეგ მისი გაპიარება ტელევიზიებით ქმნის ლოგიკურ ჯაჭვს და ამ კითხვებზე მას მოუწევს პასუხის გაცემა,”-განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

მსგავსი თემები