არის თუ არა გიორგი გახარია „ქართული ოცნების“ კონკურენტი – კალაძის პასუხი

დედაქალაქის მერი, კახა კალაძე პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობის“ შესვლას ეხმაურება.

როგორც კალაძე ამბობს, ეს ფაქტი მმართველი პარტიისთვის არაფერს ცვლის.

„ჩვენი გუნდისთვის არაფერი შეცვლილა. „ნაციონალური მოძრაობა“ არის დესტრუქციული ძალა, რომლის სურვილიც არის რომ ქვეყანაში იყოს არეულობა. არაერთი განცხადება და ნაბიჯი გვახსოვს მათი ლიდერების მხრიდან გაკეთებული ამ მიმართულებით“,- განაცხადა კახა კალაძემ.

კახა კალაძემ გიორგი გახარიას შესახებაც ისაუბრა. კითხვაზე, არის თუ არა გახარია „ქართული ოცნების“ კონკურენტი, კალაძე პასუხობს:

„ეს დამოკიდებულია მის გუნდზე, მის მოღვაწეობაზე. ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები გადაწყვეტენ თუ ვინ უნდა იყოს წარმოდგენილი პოლიტიკურ ველზე“,- აღნიშნა კალაძემ.

მსგავსი თემები