ვახო სანაიას საქალაქო სასამართლოში გამოკითხავენ

ვახო სანაიაზე თავდასხმის საქმეზე, საქალაქო სასამართლოში პროცესი დღეს, თავად სანაის გამოკითხვით გაგრძელდება.

სასამართლო სხდომას ჟურნალისტი პირველად დაესწრება. მისი თქმით, საქმეში არსებობს მტკიცებულებები, რომლითაც თავდამსხმელების ბრალეულობა დასტურდება.

ცნობისთვის, სამართალდამცავებმა სანაიას მიმართ, მისი პროფესიული საქმიანობის გამო განხორციელებული დევნისა და დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით მუქარის ფაქტზე 3 პირი – ვაჟა გიგაური, სულიკო საყევარაშვილი და გიორგი სახელაშვილი დააკავეს.

მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით და 126-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი თემები