კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 200, აჭარაში– 43, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 24

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 200, აჭარაში– 43, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 24, – ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

„Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 12 207 კვლევა ტესტით, მათ შორის 6 581 კვლევა ანტიგენის ტესტით და 5 626 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 360 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 343 963-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 30 მაისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.95 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 3.41%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 2.80%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 195 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 327 618-მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 16 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 4 773 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 360 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 200 შემთხვევა, აჭარა – 43, იმერეთი – 27, ქვემო ქართლი – 22, შიდა ქართლი – 6, გურია – 6, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 24, კახეთი – 13, მცხეთა-მთიანეთი – 8, სამცხე-ჯავახეთი – 6, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 5.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 11 546, საიდანაც: 3 829 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 060, აჭარაში – 400, იმერეთში – 503. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 892 პირი, მათ შორის, თბილისში – 403, აჭარაში – 104, იმერეთში -165. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 220 პირი, მათგან თბილისში – 143, აჭარაში – 16, იმერეთში – 19. 658 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 366 – თბილისში, 248- აჭარაში. 7 059 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 44 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 36, ხოლო აჭარაში – 6.

სულ 6 ოქტომბრიდან – 30 მაისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 24 801 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 20 119 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 11 922 პირი, აჭარაში – 2 138, იმერეთში – 1 432“, – აღნიშნულია მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციაში.

მსგავსი თემები