“ყვავ-ყორნების გასაგლეჯი სამშობლო არა გვაქვს!” – ირმა ინაშვილი

“ერთხელ ვთქვი და ახლაც იგივეს ვამბობ: არის დრო ფიქრის, არის დრო დაკვირვების და არის დრო მოქმედების. თუ დავინახავ, რომ ჩვენი ენერგია, ძალისხმევა, შრომა და ბრძოლა ამ ქვეყანას და ხალხს არ სჭირდება, არავის შეგაწყენთ თავს… ” – ამის შესახებ “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

“ერთხელ ვთქვი და ახლაც იგივეს ვამბობ: არის დრო ფიქრის, არის დრო დაკვირვების და არის დრო მოქმედების. თუ დავინახავ, რომ ჩვენი ენერგია, ძალისხმევა, შრომა და ბრძოლა ამ ქვეყანას და ხალხს არ სჭირდება, არავის შეგაწყენთ თავს… მაგრამ რას ვხედავ? ვხედავ გაცვეთილ, ათას ტოტზე გადამხტარ პოლიტიკურ ყვავებსა და ყორნებს… მატყუარა, სინდისისგანდაცლილ ტურებს… ამათ საქართველო ხელში როგორ უნდა ჩავუგდოთ?! ან რატომ უნდა ჩავუგდოთ?! ამიტომაც გავიარე ფიქრის დრო, გავიარე დაკვირვების დრო, გავიარე დიდი ღალატის მიღების დრო, გავიარე აღმოჩენების დროც და მწყობრშიც ვარ!!! და ბრძოლისთვისაც მზად ვარ!
ივნისიდან მთელ საქართველოს მოვივლი.
მალე საქართველოს პატრიოტთა ალიანსი საზოგადოებას ჩვენი მოქმედების გეგმას გააცნობს. გადავდივართ აქტიური მოქმედებების რეჟიმზე. ყვავ-ყორნების გასაგლეჯი სამშობლო არა გვაქვს!” – წერს ირმა ინაშვილი.

მსგავსი თემები