„არ შეგარჩენთ 20 ივნისს“ – პროტესტი გიორგი გახარიას

სამოქალაქო აქტივისტებმა დიდუბის საგამოფენო ცენტრთან, სადაც რამდენიმე წუთში გიორგი გახარიას პარტიის პრეზენტაცია დაიწყება,  პლაკატები გაშალეს. „არ შეგარჩენთ 20 ივნისს“ –  ეს არის მთავარი ბანერი, რომელიც აქტივისტებმა მიმდებარე ტერიტორიაზე გაშალეს.

აქციის მონაწილეები „შეიარაღებულები“ არიან სხვადასხვა “ტრანსფარანტებით”. აქვთ 20 ივნისის ფოტოები და ბანერები, სადაც გამოსახულია 20 ივნისს გამოყენებული რეზინის ტყვიები. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე წუთში, დიდუბის საგამოფენო სივრცეში, გიორგი გახარიას პარტიის პრეზენტაცია დაიწყება.   

მსგავსი თემები