„წყლის პისტოლეტით ხომ არ გავწუწოთ შემოსასვლელში“ – იაგო ხვიჩია „ნაციონალების“ პარლამენტში შესვლაზე

პარლამენტის ოპოზიციონერი წევრი იაგო ხვიჩია „ნაციონალურ მოძრაობას“ პარლამენტში ეპატიჟება და მზადაა, სიხარულის ნიშნად, საკანონდებლო ორგანოსთან წყლის პისტოლეტით დახვდეს.  

როგორც „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი აცხადებს, პარლამენტში მეტი მრავალფეროვნებაა საჭირო.

„ვფიქრობდი, წყლის პისტოლეტებით, ხომ არ გავწუწოთ-მეთქი შემოსასვლელში. თან, ზაფხულია და არ ეწყინებათ. თან, გავერთობოდით. მაგრამ მერე მაინც გადავიფიქრე, ვიფიქრე პოლიტიკურ კუდს მოაბამენ ამას-თქო.  დიდი ხანია ველოდებით “ნაციონალურ მოძრაობას” პარლამენტში და მივესალმებით მათ ამ გადაწყვეტილებას,” – განაცხადა იაგო ხვიჩიამ მედიასთან.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს სხდომა ხვალ არის დაგეგმილი. სწორედ  სხდომაზე გადაწყდება შედის თუ არა პარტია პარლამენტში.

მსგავსი თემები