სოფელ გუმათთან ისევ ხმაურია

  •  

რიონის ხეობის მცველები სოფელ გუმათში, კომპანია „ენკას“ ოფისთან არიან მობილიზებულები და კომპანიის მანქანებს გადაადგილების შესაძლებლობას არ აძლევენ. ადგილზე მობილიზებულები არიან სამართალდამცველებიც.

„ნამახვანჰესის“  მშენებლობის საწინააღმდეგო აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი ვარლამ გოლეთიანი მხარდამჭერებს ადგილზე მისვლისკენ მოუწოდებს, რომ კომპანიის თანამშრომლებმა გადაადგილება ვერ შეძლონ.

ცოტა ხნის წინ, პოლიციამ აქციის მონაწილეები ადგილიდან გაიყვანა და გზა გახსნა, რომ „ენკას“ მანქანა ტერიტორიიდან გასულიყო.      

რიონის ხეობის მცველები დაშლას არ აპირებენ და აცხადებენ, რომ მშვიდობიანი პროტესტი მიზნის მიღწევამდე გაგრძელდება.  

მსგავსი თემები