“ის პირველი რუსია, ვინც თქვა, რომ საქართველო უნდა გავამთლიანოთო” – ლევან ვასაძის პირველი კომენტარი დუგინთან შეხვედრის შემდეგ

„ერის” დამფუძნებელი ლევან ვასაძე „ალტ-ინფოსთან“ საუბრისას მის მოსკოვში ვიზიტს და დუგინთან შეხვედრას ეხმაურება.

მისივე თქმით, ის პირველი რუსია, ვინც თქვა, რომ საქართველო უნდა გავამთლიანოთ.

„ასე არ დამიგეგმია, მაგრამ დამოუკიდებლობის დღეს, რომ რუსეთის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ინტელექტუალს ვესაუბრები, რომელიც 2015 წელს გავიცანი, ტრაბახით არ ვამბობ… პირველი რუსია, ვინც თქვა, რომ საქართველო უნდა გავამთლიანოთო. ეს სწორედ, ის არის, რასაც მე ვაკეთებ. ყოველდღე მთელი ჩემი ცხოვრებაა ნამდვილი დამოუკიდებლობის აღსადგენად, ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად,“ – ამბობს ლევან ვასაძე.

მსგავსი თემები