„ნაციონალური მოძრაობა“ ევროკავშირისა და ევროპული სტრუქტურების მიმართ უპატივცემულობას ავლენს” – ირაკლი კობახიძე

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელის არმოწერით ევროპული სტრუქტურების მიმართ უპატივცემულობა გამოავლინა.

„ნაციონალური მოძრაობა“ ევროკავშირისა და ევროპული სტრუქტურების მიმართ უპატივცემულობას ავლენს. ეს აბსოლუტურად მიუღებელია. გახსოვთ, რომ თბილისში ჩამოვიდა შარლ მიშელი და ასეთ დროსაც კი, მათ დოკუმენტს ხელი არ მოაწერეს, არ მივიდნენ შეხვედრაზე, რაც მეტყველებს მათ ზოგად დამოკიდებულებაზე დასავლური ინსტიტუტების მიმართ, ევროკავშირის მიმართ. ეს უპატივცემულობა მიუღებელია და სათანადო რეაქცია სჭირდება როგორც საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან, ასევე ჩვენი მხრიდან. ჩვენ ჩვენს ქვეყანაში დასავლური ინსტიტუტების პრესტიჟი უნდა დავიცვათ, რაც არის ჩვენი პასუხისმგებლობაც და ამას გავაკეთებთ“, – განაცხადა კობახიძემ.

მსგავსი თემები