“არანაირი პრინციპული განსხვავება არ იქნება, შემოვა თუ არა პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობა“ – რაც უნდა, ის გააკეთოს” – ირაკლი კობახიძე

“ნაციონალურ მოძრაობას” რაც უნდა, ის გააკეთოს, ეს არის მათი გადაწყვეტილება, არაფერს შეცვლის, არანაირი პრინციპული განსხვავება არ იქნება, შემოვლენ თუ არ შემოვლენ პარლამენტში – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ „ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტში შესვლის საკითხზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მისივე თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს არჩევანი ცუდსა და უარესს შორის.

„ეს მათი მარცხია, ისინი თავიანთ პოზიციებში თანმიმდევრულები არ არიან. ისინი მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ამბობდნენ, რომ არ შემოვიდოდნენ, თუმცა, მაინც მოუწიათ პარლამენტში შემოსვლა. ეს არის მათი მარცხის საბოლოოდ გაფორმება. მიშელის დოკუმენტი იყო ჩვენი გამარჯვება, ეს ყველამ დაინახა, მათთვის ეს არის მარცხი, მაგრამ მათ არ აქვთ არჩევანი. არჩევანი აქვთ ცუდსა და უარესს შორის. ცუდი არის მათთვის შემოსვლა, იმიტომ რომ დამაზიანებელია, არათანმიმდევრულობასა და მათ მარცხს აჩვენებს, უარესი იქნებოდა მათთვის არშემოსვლა და მოუწიათ ამ გადაწყვეტილების მიღება“, – განაცადა კობახიძემ.

მსგავსი თემები