“მხარს ვუჭერთ უკრაინასა და საქართველოს, რომლებიც რუსეთის მხრიდან ძალის გამოყენების გამო დაზარალდნენ” – სტოლტენბერგი

ჩრდილოატლანტიკური ალიანსი მხარს უჭერს საქართველოსა და უკრაინას – ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა კიდევ ერთხელ ევროკავშირის თავდაცვის მინისტრების არაფორმალურ შეხვედრაზე ისაუბრა.

სტოლტენბერგმა რუსეთისა და ბელარუსის მიერ ოპოზიციის წინააღმდეგ ბრძოლის არადემოკრატიულ მეთოდებზეც ისაუბრა.

“ეს არღვევს იმ ღირებულებებს, რისიც ნატოს სჯერა, ესენია: კანონის უზენაესობა, დემოკრატია, ინდივიდუალური თავისუფლება და ის ასევე ქმნის არასტაბილურობასა და გაურკვევლობას ჩვენს სამეზობლოში. ესაა მიზეზი, რატომაც ნატო გააგრძელებს ცვლილებებსა და რეაგირებას თავდაცვის გზით. მხარს ვუჭერთ ნატოს ორ პარტნიორ ქვეყანას – უკრაინასა და საქართველოს, რომლებიც რუსეთის მხრიდან ძალის გამოყენების, მათი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის გამო დაზარალდნენ,”- აღნიშნა ნატოს გენერალურმა მდივანმა.

მსგავსი თემები