“ევროპული საქართველო” რუსთაველის მეტროსთან დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას მართავს

პარტია “ევროპული საქართველო” დილიდან რუსთაველის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე პირველ რესპუბლიკასთან დაკავშირებულ ფოტოგამოფენას მართავს. ექსპოზიცია გაიმართება გენერალ მაზნიაშვილის ძეგლთანაც.

ამასთან, “ევროპული საქართველოს” ახალგაზრდული ფრთა საოკუპაციო ზოლთან აქცია-პერფორმანსს გამართავს.

“ჩვენ გვაქვს სიმბოლურად თავისუფლების ქანდაკების ერთგვარი მულაჟი, სადაც გამვლელებს შეუძლიათ გადაიღონ სურათი და მიიღონ საჩუქრად მარო მაყაშვილის და ექვთიმე თაყაიშვილის გამოსახულებიანი მაისური, როგორც საზოგადოებისთვის მეტად ცნობილი ორი ფიგუროს. ჩვენ ვაპირებთ, რომ მომავალშიც ეს სხვადასხვა სუვენირი შედარებით ნაკლებად ცნობილი ფიგურების გამოსახულებითაც გამოვუშვათ,” – ამბობს “ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის” გენერალური მდივნის მოადგილე გიორგი კანდელაკი.

მსგავსი თემები