“ძალის გამოყენებით ფრენის შეწყვეტა და ჟურნალისტის დაპატიმრება დაუშვებელი ქმედებაა” – სალომე ზურაბიშვილი რომან პროტასევიჩის საქმეზე

საქართველოს პრეზიდენტი, ბელარუსში ავიაკომპანია Ryanair-ის თვითმფრინავის იძულებით დაშვებასა და ოპოზიციურად განწყობილი ბელარუსი ჟურნალისტი, რომან პროტასევიჩის დაკავებას ეხმაურება.

“ძალის გამოყენებით ფრენის შეწყვეტა, რაც მოხდა “რინეართან” დაკავშირებით და ჟურნალისტის დაპატიმრება დაუშვებელი ქმედებაა, ეს არღვევს ძალიან ბევრ საერთაშორისო ნორმას, რომლის უგულვებელყოფა არ შეიძლება,”- წერს სალომე ზურაბიშვილი.

მსგავსი თემები