ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეები დედაქალაქის პარალიზებით იმუქრებიან

რამდენიმე საათი ულტიმატუმის ამოწურვამდე – თუ ხელისუფლება რიონის მცველების სამპუნქტიან მოთხოვნას დღის 12:00 საათამდე არ შეასრულებს, ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეები დედაქალაქის პარალიზებით იმუქრებიან.

რესპუბლიკის მოედანზე შეკრებილებმა დღის ბოლოს ტერიტორიაზე კარვები გაშალეს, სადაც ნაწილმა მთელი ღამე გაატარა.

რიონის მცველები ამბობენ, რომ აქცია მერიისგან სანქცირებულია. 

მოთხოვნები უცვლელია: შეჩერდეს ნამახვანჰესის მშენებლობა, კომპანია ENKA-მ დატოვოს რიონის ხეობა, გაუქმდეს ნამოხვანის ჰესების კასკადზე სამშენებლო ნებართვა და თანამდებობიდან გადადგეს ეკონომიკის მინისტრი.

კომპანია ENKA-მ დღის ბოლოს განცხადება გავრცელა და ყველა დაინტერესებულ მხარესთან საქმიანი დისკუსიის დასაწყებად მზადყოფნა გამოთქვა.

მსგავსი თემები