თვითმფრინავი ავარიულად დასვეს და ოპოზიციონერი ჟურნალისტი დააკავეს

მინსკში, ოპოზიციურად განწყობილი ჟურნალისტის – რომან პროტასევიჩის დაკავებას  ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ეხმიანება. მისი თქმით, მსგავსი ქმედებები სახიფათოა.

„ყურადღებით ვაკვირდებით ვილნიუსის რეისის ბელარუსში იძულებით დასმასა და ოპოზიციონერი რომან პროტასევიჩის დაკავებასთან დაკავშირებით. ეს არის სერიოზული და სახიფათო ინციდენტი…. ინციდენტს სჭირდება საერთაშორისო გამოძიება. ბელარუსმა ეკიპაჟისა და ყველა მგზავრის უსაფრთხო დაბრუნება უნდა უზრუნველყოს,“ – აცხადებს ნატო-ს გენერალური მდივანი.

საუბარია ფაქტზე, როცა მინსკში ოპოზიციურად განწყობილი ჟურნალისტი რომან პროტასევიჩი დააკავეს. თვითმფრინავი, სადაც ჟურნალისტი იჯდა,  ათენიდან ვილნიუსის მიმართულებით მიფრინავდა. ის  ბელარუსის აეროპორტში ავარიულად დაეშვა, რა დროსაც ჟურნალისტის დაკავება მოხდა.

როგორც დაკავებულის მხარდამჭერები აცხადებენ, ეს სპეციალურად მოაწყვეს, რომ ჟურალისტი დაეკავებინათ. ოფიციალურმა  ბელარუსმა კი ინფორმაცია გაავრცელა, რომ თვითმფრინავი ბორტზე არსებული ბომბის  გამო დასვეს, რაც არ დადასტურდა.

მსგავსი თემები